სტრატეგიული პარტნიორების გარეშე ოკუპაციას ვერ გავუმკლავდებით – ზალკალიანი


     ჩვენ ვცხოვრობთ ურთულესი გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე, რაც გავლენას ახდენს საქართველოზე, ასეთ სიტუაციაში რაც შეიძლება მეტი მოკავშირე და თანამოაზრე გვჭირდება ჩვენს დასავლელ პარტნიორებს შორის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბიზნესმენ ლევან ვასაძის გუშინდელი განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

     „ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან, მეზობლებთან, რომლებთანაც სტრატეგიული თანამშრომლობა გვაქვს, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება მათი თანადგომა. ამ უსერიოზულეს გამოწვევებს, რომელიც დღეს ჩვენ წინაშეა, როგორიც არის ოკუპაცია, მათი დახმარების გარეშე ვერ გავუმკლავდებით. ამიტომ გვჭირდება რაც შეიძლება მეტი თანამოაზრე ჩვენს დასავლელ პარტნიორებს შორის", – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно