"თქვენი პროფესიონალიზმით იხსენით უამრავი ადამიანის სიცოცხლე"- ბახტაძე მებაჟე ოფიცრებს


      საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე იმ მებაჟე ოფიცრებს შეხვდა, რომლებმაც წლის დასაწყისიდან ქვეყნის საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე გამოვლენილი პროფესიონალიზმის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის არაერთი ფაქტი აღკვეთეს.

     "თქვენი პროფესიონალიზმით იხსენით უამრავი ადამიანის სიცოცხლე" - ასე მიმართა მამუკა ბახტაძემ შეხვედრაზე მებაჟე ოფიცრებს.

     შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა მებაჟე-ოფიცრებს მადლობა გადაუხადა გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის, ამავე დროს, მოუწოდა საზღვრის კვეთის პროცესში, კანონიერებისა და წესრიგის, მოქალაქეების უსაფრთხოებისა და მათი ჯანმრთელობის დასაცავად, გააგრძელონ მათზე დაკისრებული მოვალეობების ეფექტიანად შესრულება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მომავალშიც, სახელმწიფოს მხრიდან გაკეთდება ყველაფერი, რათა საბაჟო სისტემის მუშაობა გახდეს კიდევ უფრო ეფექტური.

     შეხვედრის დასრულების შემდეგ, განსაკუთრებული სირთულის დავალების შესრულებისათვის, მებაჟე-ოფიცრებს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მადლობის სიგელები გადასცა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно