ანგელა მერკელი საქართველოს უახლოეს დღეებში ეწვევა


     გერმანიის კანცლერი საქართველოს სავარაუდოდ 23–24 აგვისტოს ეწვევა. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ანგელა მერკერის ვიზიტი მნიშვნელოვანია, რადგან გერმანია არის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძალიან მყარი მხარდამჭერი.
 
     „ჩვენს გერმანელ პარტნიორებთან ერთად ამაზე საუბარი სულ ცოტა ხნის წინ გვქონდა. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი პირველი ოფიციალური ვიზიტი სწორედ გერმანიაში მქონდა, მაშინ ვისაუბრეთ ამ ვიზიტის შესახებ და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გერმანელი პარტნიორების მხრიდან, ქვეყნის მხრიდან, რომელიც არის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძალიან მყარი მხარდამჭერი, გვაქვს ასეთი მაღალი დონის ვიზიტი.
 
     10 წლის წინ განხორციელდა წინა ვიზიტი და დროის თვალსაზრისით, ამ ვიზიტს აქვს დიდი მნიშვნელობა რეგიონში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს.

     გერმანიის მხარდაჭერა ევროკავშირში და ჩრდილო-ატლანტიკურ ორგანიზაციაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენს გერმანელ პარტნიორებთან მუდმივად ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველო იყოს მათი დღის წესრიგის მნიშვნელოვანი თემა", – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно