ივნისში ეკონომიკური ზრდა 4 პროცენტი იყო– საქსტატი


     სტატისტიკის ეროვნული დეპარტამ,ენტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივნისში ეკონომიკური ზრდა საქართველოში 4 პროცენტი იყო. 

     წინასწარი შეფასებით, 2018 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნებოდა ტრანსპორტის, სასტუმროების, რესტორნების, საფინანსო საქმიანობისა და ვაჭრობის დარგებში.

     უწყების ცნობით, მეორე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 6 პროცენტი შეადგინა, 6 თვეში კი 5,7 პროცენტი.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно