2018 წლის მეორე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით, უმუშევრობის დონე შემცირებულია– საქსტატი


     სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის ინფორმაციით, 2018 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა კვარტალთან შედარებით 1.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.1 პროცენტი შეადგინა. აღნიშნული არსებითი შემცირება მეტწილად სეზონური ფაქტორებით არის განპირობებული.
 
    2018 წლის II კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ, შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 64 პროცენტი შეადგინა. წინა კვარტალთან შედარებით გაზრდილია როგორც მოსახლეობის აქტიურობის დონე, ისე დასაქმების დონე, შესაბამისად 0.2 და 1.4 პროცენტული პუნქტით. ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე წინა კვარტალთან შედარებით გაზრდილია 2.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი შემცირებულია 0.2 პროცენტული პუნქტით. 
 
     ანალოგიურად, აქტიურობის დონე წინა კვარტალთან შედარებით ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 0.1 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.
скачать dle 11.0фильмы бесплатно