სახელმწიფო ბიუჯეტიდან იანვარ-სექტემბერში 718 მილიონი ლარი აუთვისებელი დარჩა


      სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების ცხრა თვის გეგმიდან 718 მილიონი ლარი აუთვისებელი დარჩა. მონაცემებს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ხაზინა აქვეყნებს.

     იანვარ-სექტემბერში იგეგმებოდა 8,99 მილიარდი ლარის დახარჯვა, ათვისებამ კი 8,272 მილიარდი ლარი შეადგინა.

     ყველაზე დიდი ჩამორჩენა ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჰქონდა. უწყების მიერ ცხრა თვეში მილიარდზე მეტის დახარჯვა იგეგმებოდა. ათვისებამ კი 806 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გეგმაზე 204 მილიონით ნაკლებია.

     178 მილიონი ლარის ნაცვლად, 120 მილიონი დაიხარჯა ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტიდან. ცხრა თვეში უწყების მიერ აუთვისებელი თანხა 58 მილიონი ლარი იყო.

     დაგეგმილზე 48 მილიონი ლარით ნაკლები დახარჯა თავდაცვის სამინისტრომ. იანვარ-სექტემბრის გეგმა 628 მილიონი ლარი იყო, ათვისებამ კი 580 მილიონი ლარი შეადგინა.

     გეგმურ ხარჯებთან 77 მილიონი ლარით ჩამორჩენა დაფიქსირდა ჯანდაცვის სამინისტროში. 2,662 მილიარდი ლარის ნაცვლად, დაიხარჯა 2,585 მილიარდი ლარი.
скачать dle 11.0фильмы бесплатно