საქართველოში ეკონომიკური ზრდა სექტემბერში 5.6 პროცენტი იყო - საქსტატი


     საქართველოში ეკონომიკური ზრდა სექტემბერში 5.6 პროცენტი იყო, – ამის შესახებ საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.

     საქსტატის მონაცემებით, მესამე კვარტალში ეკონომიკის რეალური ზრდა საქართველოში 4 პროცენტი, 9 თვის საშუალო მაჩვენებელი კი 4.9 პროცენტი იყო.

     თოდრაძის განცხადებით, ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელ მრეწველობაში, საფინანსო საქმიანობაში, ვაჭობაში, უძრავი ქონებით ოპერაციებში, რესტორნებისა და სასტუმროების მიმართულებით.

     ამასთან, მიმდინარე წლის 9 თვეში ექსპორტი 25.7 პროცენტით გაიზარდა, იმპორტი კი 19.1 პროცენტით.

     თოდრაძის განცხადებით, მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნა ფეროსილიკონმანგანუმის ექსპორტში, რომლის გატანა მთავარ საექსპორტო ბაზარზე – ამერიკაში გაორმაგებულია.

     საქსტატში აცხადებენ, რომ მშენებლობის დარგში კლება ფიქსირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ეკონომიკური ზრდა უფრო მაღალი იქნებოდა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно