,,ჩვენი პარტნიორები აუცილებლად უნდა ხედავდნენ მათგან შემხვედრი ნაბიჯების გადმოდგმის საჭიროებას"- დარჩიაშვილი


     საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, უკვე ყველა ხედავს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.

     დარჩიაშვილის თქმით, დარწმუნებულია, პარტნიორები სწორ და რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

     „არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველოსთან მიმართებაში გადაწყვეტილება იყო უსამართლო და ყოველთვის გვაქვს შესაძლებლობა, რომ ამასთან დაკავშირებით ჩვენს პარტნიორებთან ვისაუბროთ. რა თქმა უნდა, ამ პოზიციას ხშირ შემთხვევაში უკვე ჩვენი პარტნიორებიც ჩვენთან საუბრებში ეთანხმებიან. უკვე ყველა ხედავს საჭიროებას, იმის აუცილებლობას, რომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვსაუბრობთ პარნტიორებთან ჩვენს ძალისხმევაზე და ჩვენს ვალდებულებებზე, მომავალში ქვეყნის რეფორმების დღის წესრიგის შენარჩუნებაზე და ვფიქრობ, რომ ეს პროცესი უნდა იყოს ურთიერთგაგებაზე დაფუძნებული, რადგანაც, ერთი მხრივ, საქართველო გამოწვევების ფონზე ახერხებს ყველაფერს, რათა ქვეყნის რეფორმირების პროცესი გაგრძელდეს, ხოლო მეორე მხრივ, ჩვენი პარტნიორები აუცილებლად უნდა ხედავდნენ მათგან შემხვედრი ნაბიჯების გადმოდგმის საჭიროებას. ეს არის დისკუსიის საგანი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ და დარწმუნებული ვარ, ერთადერთ სწორ და რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებენ ჩვენი პარტნიორები, რაც სწორედ ამ რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში არის მნიშვნელოვანი და აუცილებელი ყველას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно