გურჯაანში, იმ ადგილზე, სადაც პოლიციას თელავისკენ მიმავალი გზა აქვს ბლოკირებული სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია. აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი მანქანა, რომელიც ამ კოლონის შემადგენელი ნაწილი იყო, საკუთარი ძალებით გზიდან გადააყენეს.
რამდენჯერმე ადგილი ჰქონდა პოლიციასა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის ფიზიკურ შეხლა -შემოხლასაც. ოპოზიცია ბარიკადების გარღვევას ცდილობს, რის საშუალებასაც მათ პოლიცია არ აძლევს.
აქციის მონაწილეების საკუთარი ძალებით ცდილობენ ასევე გზიდან გადაეწიათ ავტობუსი, რომლითაც სამართალდამცავებმა გზის ბლოკირება მოახდინეს. თუმცა მათ განეიტრალება პოლიციამ მოახერხა.
