გორში - სოფელი სვენეთში გზაზე მოძრავ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა, რომელიც ახლომდებარე ტყეზე გავრცელდა.
ადგილზე მუშაობს ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ცეცხლის დიდ ტერიტორიაზე გავრცელების აღსაკვეთად, ადგილზე ხდება დამატებითი ძალების მობილიზება.
ამ წუთებში, მეხანძრე-მაშველები ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
