,,გუდამაყარში, ფშავსა და პირიქითა ხევსურეთში დაცული ლანდშაფტი იქმნება"– დავითაშვილი


     დაცული ლანდშაფტის სახით არაგვის დაცული ტერიტორია შეიქმნება, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

     მისი თქმით, არაგვის დაცულ ლანშაფტთან დაკავშირებით დაცული ტერიტორიების სააგენტო და მუნიციპალიტეტი ერთობლივი პროექტებს განახორციელებენ, რაც ეკოტურიზმის განვითარების საშუალებას შეუწყობს ხელს.

     „იქმნება არაგვის დაცული ტერიტორია, დაცული ლანდშაფტის სახით. მართვა და პროექტები ერთობლივად განხორციელდება მუნიციპალიტეტსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ. გუდამაყარში, ფშავსა და პირიქითა ხევსურეთში იქმნება დაცული ლანდშაფტი, რომელიც ეკოტურიზმის განვითარების საშუალებას მოგვცემს", – განაცხადა გარემოს დაცვის მინისტრმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/gudamayarshi-fshavsa-da-piriqita-khevsuretshi-daculi-landshafti-iqmneba/