ნატახტარში მტკნარი წყლის მოპოვების 25-წლიანი ლიცენზია თემურ ჭყონიას კომპანიამ იყიდა


     ნატახტარში მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვების 25-წლიანი ლიცენზია ბიზნესმენ თემურ ჭყონიას კომპანიამ იყიდა. ინფორმაცია პირველ არხს თავად ბიზნესმენმა დაუდასტურა.

     აუქციონი დღეს დასრულდა და ლიცენზიის ღირებულებამ 302 500 ლარი შეადგინა.

     ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ადგილზე ქარხანა ააშენოს, რომელშიც სულ მცირე 14.5 მილიონი ევროს ინვესტიცია ჩაიდება.

     ქარხანაში სულ მცირე 350 მოქალაქე დასაქმდება.

 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/natakhtarshi-mtknari-wylis-mopovebis-25-wliani-licenzia-temur-chyonias-kompaniam-iyida/