,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის გამოყოფილი თანხა გაორმაგდება"- ბახტაძე


    ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის გამოყოფილი თანხა გაორმაგდება და სოფელში მცხოვრებლების საჭიროებებზე 40მილიონი ლარი დაიხარჯება", – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

     „მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აღდგა და მასში 20 მილიონი ლარის ოდენობის თანხა იყო გათვალისწინებული. ჩვენ ვსაუბრობთ 3 700 სოფლის მცხოვრებლების საჭიროებების დაფინანსებაზე. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს თანხა გაორმაგდეს და გახდეს 40 მილიონი ლარი. პრაქტიკამ დაგვანახა, რომ, ხშირ შემთხვევაში, სოფელმა უკეთ იცის, რა საჭიროება და რა მოთხოვნებია ადგილზე. 15 იანვრიდან დღემდე სხვადასხვა რეგიონის 1000-ზე მეტმა სოფელმა უკვე გადაწყვიტა თავისი პრიორიტეტი და აირჩია კონკრეტული პროექტები დასაფინანსებლად”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно