სამომხმარებლო კალათის 5 პროდუქტიდან ყველაზე მეტად რძე გაძვირდა


     იანვრის თვეში, FAO-ს გლობალურმა ფასების ინდექსმა მოიმატა. ანგარიშს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს. 

     FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს - იანვრის თვეში მზარდი ტენდენციით გამოირჩეოდა და 164.8 ერთეული შეადგინა.

     ეს 2018 წლის ბოლო თვის მაჩვენებელთან შედარებით 1.8%-ით მეტია, თუმცა,  იმავე წლის იანვრის თვესთან შედარებით 2.2%-ით ნაკლები. 

     მიუხედავად მსოფლიოში გაზრდილი სამომხმარებლო მოთხოვნისა და მიწოდების ნაკლებობისა, იანვრის თვეში FAO-ს მარცვლეული კულტურების ფასები სტაბილურობით გამოირჩეოდა და საშუალოდ 168.1 ერთეულს მიაღწია. 

     დეკემბრის მსგავსად, იანვარშიც შენარჩუნდა მცენარეულ ზეთზე ფასის ზრდის ტენდენცია - ნამატმა 4.3% შეადგინა. ამის მთავარი მიზეზი პალმის ზეთის მწარმოებელ ქვეყნებში პროდუცქიის წარმოების ოდენობის სეზონური კლება იყო. იგივე ტენდენცია იყო სოიოს ზეთის ფასთან დაკავშირებითაც, რაც მეტწილად ექსპორტზე მოთხოვნის ზრდით იყო გამოწვეული.  

     ინავარში გაზრდილია სასურსათო კალათის კიდევ ერთი პროდუქტის - რძის საერთაშორისო ფასიც - ზრდამ 7.2% შეადგინა. მატების მთავარი მიზეზი, პროდუქტზე გაზრდილი მოთხოვნა (ძირითადად ევროპაში) და თავად პროდუქტის სიმცირეა, რაც რძის სეზონურობასთანაა დაკავშირებული. 

     დეკემბრის თვიდან თითქმის არ შეცვლილა FAO-ს ხორცის ფასების ინდექსი. ღორის, საქონლისა და ქათმის ხორცის ფასები უცვლელი დარჩა, ამავე დროს მნიშვნელოვნადაა შემცირებული ცხვრის ხორცის ფასი, რაც ოკეანიის ქვეყნებიდან გაზრდილი მოწოდებით იყო განპირობებული.  

     რაც შეეხება შაქარს, შაქრის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი ქვეყნის, ბრაზილიის, ვალუტის გამყარებამ დოლართან მიმართებით, იანვრის თვეში, FAO-ს გლობალური შაქრის ფასის 1.3%-ით გაზრდა გამოიწვია. 

     რაც შეეხება საქართველოს 2018 წელს რძის პროდუქტზე ფასის საშუალო წლიურმა ცვლილებამ 3.86% შეადგინა, ხოლო ზოგადად საშუალო წლიურმა ინფლაციამ კი 2.60%. ეს იმას ნიშნავს 2018 წელს საქართველოში რძის პროდუქტი უფრო მეტად გაძვირდა (პროცენტულად) ვიდრე სხვა სამომხმარებლო პროდუქტები (საშუალოდ)- ამ მონაცემებს ორგანიზაცია Georgiandairy -ი  საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს).

     საქართველოში GDPI ინდექსის მიხედვით, რძის პროდუქტების სამომხმარებლო კალათა, რომელიც 2017 წლის იანვარში 100 ლარი ღირდა, 2018 წლის იანვრისთვის 6.78%-ით იყო გაძვირებული (106.8 ლარამდე), ხოლო 2019 წლის იანვრისთვის ის დამატებით 1.13%-ით გაძვირდა და მომხმარებელს 108 ლარი დაუჯდა. 18-ის დეკემბერთან შედარებით იანვარში ინდექსი 2.11%-თ გაიზარდა, რაც ძირითადად სულგუნი და იმერული ყველის სეზონური გაძვირებით იყო გამოწვეული.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://imedinews.ge/ge/ekonomika/96265/faos-samomkhmareblo-kalatis-5-produqtidan-kvelaze-metad-rdze-gadzvirda