ქუმსიშვილი: „შუა დერეფნის“ განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია


     დიმიტრი ქუმსიშვილმა თურქ კოლეგასთან ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის ერთობლივ განვითარებასა და პოპულარიზებაზე ისაუბრა.

     შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ამ კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე. მათ შორის, 6 თებერვალს აზერბაიჯანული მხარის ინიციატივით ჩინეთის დედაქალაქ პეკინში „სარტყელისა და გზის" ინიციატივის ფარგლებში ჩატარებულ შეხვედრაზე ჩინური ბიზნესის წარმომადგენლებთან, რომელსაც ტრანსკასპიური დერეფნის ქვეყნების მთავრობათა წარმომადგენლები დაესწრნენ და აღნიშნული მარშრუტის უპირატესობებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის პოპულარიზების მიზნით ერთობლივი ღონისძიებების გაგრძელებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

     როგორც საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, ტრანსკასპიური, იგივე „შუა დერეფნის" განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნებისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის. მისი თქმით, ეს არის უმოკლესი მარშრუტი 
ჩინეთიდან ევროპამდე სხვა ალტერნატიულ დერეფნებთან შედარებით, რომელშიც მიმდინარეობს მნიშვნელოვანი სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის აქტიური განვითარების პროცესი.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно