საქართველოდან ექსპორტი, იანვარ-თებერვალში, 13 პროცენტით გაიზარდა


     2019 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 1.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.6 პროცენტით მეტია, – ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

     სტატისტიკური მონაცემებით, ამ პერიოდში ექსპორტი 505 მილიონი დოლარი იყო, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, 13.2 პროცენტით მეტი, ხოლო იმპორტი 1.2 მილიარდი დოლარი, 0.1 პროცენტით მეტი.

     უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარ-თებერვალში 729.7 მილიონი დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.9 პროცენტი შეადგინა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно