2018 წელს სადაზღვევო ინდუსტრიის წმინდა მოგება გაორმაგდა


     სადაზღვევო ინდუსტრიამ 2018 წელი წარმატებით დაასრულა. ბაზარზე მოქმედ 17 კომპანიას ჯამური წმინდა მოგება 21.8 მილიონი ლარით, 42.19 მილიონ ლარამდე გაეზარდა.

     წლიურად 163 მილიონით არის გაზრდილი ჯამური აქტივების მაჩვენებელიც, რაც 743.22 მლნ ლარს შეადგენს.

     დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სტატისტიკით, კომპანიებმა წლის განმავლობაში 542.20 მილიონი ლარის სადაზღვევო პრემია მოიზიდეს, 100 მილიონით მეტი 2017 წელთან შედარებით.

     საქართველოს მოსახლეობის 15 პროცენტი სარგებლობს კერძო სამედიცინო დაზღვევით, ასევე საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 6 პროცენტია დაზღვეულია.

     2018 წელს 549 758 სამედიცინო დაზღვევის პოლისები იყო მოქმედი. ავტოდაზღვევის კუთხით კი, 75 863 პოლისი იყო გაყიდული.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: 1tv