მაშველებმა მავნე ნივთიერებებთან დაკავშირებული ოპერატიული კურსი გაიარეს


     აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის საფრთხეების შემცირების სააგენტოს, DTRA-ს მიერ ორგანიზებული 8-დღიანი სწავლება დასრულდა. ამერიკულმა მხარემ ქართველ მაშველებს სერტიფიკატები გადასცა.

     სწავლების ფარგლებში მაშველებმა მავნე ნივთიერებებთან დაკავშირებული ოპერატიული კურსი გაიარეს.

     შეხვედრის ბოლოს DTRA-ს წარმომადგენლებთან ერთად, მაშველებს სიტყვით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა ლევან მაისურაძემ მიმართა. მისი თქმით, აღნიშნული პროექტი ქბრბ (ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ, ბირთვულ) ინციდენტებზე მომუშავე დანაყოფების შესაძლებლობებს კიდევ უფრო გააძლიერებს.
 
     ამერიკული მხარის ინიციატივით, მსგავსი პროექტები სისტემატიურ ხასიათს მიიღებს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно