აშშ-ის მთავრობა საქართველოში მეცხოველეობის განვითარებაში 10 მილიონ დოლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს


     აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან, Land O’Lakes International Development-თან და მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით იწყებს ახალ პროექტს, რომელიც ხელს შეუწყობს ფერმერებს, გააუმჯობესონ სურსათის უვნებლობის სტანდარტები და ხარისხი. დღეს გამართულ ღონისძიებაზე მათ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ხუთწლიანი პროექტის – „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში" დაწყების შესახებ განაცხადეს.

     პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ „სურსათი პროგრესისთვის" (Food for Progress SQIL) პროგრამის ფარგლებში და ითვალისწინებს 10 მილიონზე მეტი აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსებას, რომელიც მოხმარდება საქართველოში არსებული მსხვილფეხა პირუტყვის რძისა და ხორცის ინდუსტრიებში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესებას.

     პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში" მიზანია სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობისა და ვაჭრობის პოტენციალის გაზრდა პროგრამაში ჩართული 54 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით. ზიანის შემცირებისა და პროდუქტიულობის გაზრდის გზაზე, პროექტი მიზნად ისახავს ფერმერების ხელშეწყობას მსხვილფეხა პირუტყვის რძისა და ხორცის პროდუქტების დამატებით ბაზრებზე შევიდნენ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: 1tv