რაზე ესაუბრა ჯორჯ სოროსი ცკ–ს კომპარტიის პირველ მდივანს?


      ,,უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე აცხადებს, რომ ჯორჯ სოროსმა საკუთარი მიზნების განხორციელება, ჯერ კიდევ კომუნისტური რეჟიმის დროს დაიწყო. 
 
     მისი თქმით, ქველმოქმედის სახელით ჩამოსული ჯორჯ სოროსი ცკ–ს კომპარტიის პირველ მდივანს, შეხვედრისას პოლიტიკურ და ეკონომიკურ თემებზე ესაუბრა. 
 
      ამის შესახებ, ნიკოლოზ მჟავანაძემ მედიკავშირ ,,ობიექტივის" ეთერში, საკუთარ გადაცემაში ისაუბრა.

    ,,არ მეგონა, თუ ჯორჯ სოროსი საქართველოთი დაინტერესებული იყო სააკაშვილის ხელისუფლებამდეც. წავიკითხე ჯუმბერ პატიაშვილის ავტოგრაფიული წიგნი, ,,23 წლის შემდეგ." წიგნში ჯუმბერ პატიაშვილის იხსენებს, კომუნისტური ხელისუფლების დროს ჯორჯ სოროსის ვიზიტს საქართველოში. პატიაშვილს უშიშროებამ მიაწოდა ინფორმაცია, რომ სოროსი, ვიტომ იყო ქველმოქმედი და რაღაც კულტურული ძეგლების მიმართ იჩენდა ინტერესს. როდესაც მათი შეხვედრა მოხდა, პატიაშვილი იხსენებს, რომ ის არა მხოლოდ კულტურული ძეგლების მიმართ იჩენდა ინტერესს, არამედ ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხების მიმართ. ეს იყო ნიღაბი, ვიტომ კულტურის საკითხების მიმართ იყო დაინტერესებული. 
 
     საიდან იჩენს ეს კაცი ინტერესს? 80–იანი წლებიდან თავში აქვს გეგმა, რომ საქართველო გაანადგუროს და ქყეყანაში მოახდინოს პროცესები, რომელიც სხვაგან გაუვიდა. ამიტომ ჩენ უნდა ვიცოდეთ, თუ როგორ ვერაგ ძალასთან გვაქვს საქმე. ჯორჯ სოროსს არა მარტო კულტურული და პოლიტიკური, არამედ ქვეყნის გენო–ფონდის და სხვა სტატეგიული მიმართულებით, მინზები აქვს განსახორციელებელი, რომელსაც ახორციელებს. იმის მაგივრად, რომ ფეხი ამოიძირკვოს მისმა ფონდმა და სატელიტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, პირიქით ხელისუფლება კარებს უხსნის მათ,"– აცხადებს ნიკოლოზ მჟავანაძე.
      
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно