თურქეთში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს" საველე მეთაურის თარხან ბათირაშვილის, იგივე აბუ ომარ ალ-შიშანის ცოლი სედა დუდურკაევა დააკავეს.
ინფორმაციას ამის შესახებ თურქული გამოცემა Daily Sabah-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, სედა დუდურკაევა და კიდევ ოთხი პირი ჯერ კიდევ 4 ივლისს დააკავეს.
„ისლამური სახელმწიფოს" წევრობაში ეჭვმიტანილი ხუთი პირიდან ოთხს სტამბოლის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
სედა დუდურკაევა ჩეჩნეთის მიგრაციული სამსახურის ყოფილი უფროსის ასუ დუდურკაევის შვილია. მას ალ-შიშანთან ორი ვაჟი ჰყავს.
დუდურკაევი თანამდებობიდან რამზან კადიროვმა გაათავისუფლა, მას შემდეგ, რაც მისი ქალიშვილის „ისლამური სახელმწიფოს" რიგებს შეუერთდა, რასაც ჩეჩნეთში სკანდალი მოჰყვა.