საქართველოში ასობით ათასი აბონენტი სატელიტურ მომსახურებას არალეგალური გზებით იღებს – ,,სილქნეტი"


     არალეგალურ კონტენტთან დაკავშირებით „სილქნეტი" მარეგულირებელ კომისიასთან თანამშრომლობისთვის მზად არის. კომპანია „სილქნეტში" აცხადებენ, რომ საქართველოში ასობით ათასი აბონენტი არალეგალური გზებით იღებს არალეგალურ სატელიტურ მომსახურებას, შედეგად, მილიონობით დოლარი გაედინება ქვეყნიდან.

     მათივე განცხადებით, ამის გამო მნიშვნელოვნად ზიანდება როგორც ქვეყნის ბიუჯეტი, ასევე ბიზნესი. „სილქნეტში" გამოთქვამენ მზადყოფნას, ამ საკითხში მარეგულირებელ კომისიასთან ითანამშრომლონ.

     „მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ლიცენზირებულად ხდებოდეს ამ კონტენტის გავრცელება. თავის მხრივ, ეს საზოგადოებას აარიდებს პროპაგანდის შემცველი შინაარსის არხების გავრცელებას საქართველოში, განსხვავებით არალეგალური მომწოდებლებისაგან, რომელთა მიერ შეთავაზებული სატელევიზიო პროდუქტის შემადგენლობაში რუსული საინფორმაციო არხები შედის", - აცხადებენ კომპანიაში. 


скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://imedinews.ge/ge/ekonomika/108677/silqneti-saqartveloshi-asobit-atasi-abonenti-satelitur-momsakhurebas-aralegaluri-gzebit-igebs