,,კვირიკაშვილი სახელმწიფოს ინტერესებსა და ბიზნესის ინტერესებს შორის ბალანსს არღვევდა"– ივანიშვილი


      ,,კვირიკაშვილი სახელმწიფოს ინტერესებსა და ბიზნესის ინტერესებს შორის ბალანსს არღვევდა,"– ამის შესახებ ყოფილი პრემიერ–მინისტრი და ამჟამად პარტია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს. 
 
      აღნიშნული ინტერვიუს ფრაგმენტს ,,საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.
 
       „ძალიან მძიმედ ვიყავი რამდენიმე დღე, როდესაც ვნახე, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, პოლიტიკაში „ქართული ოცნების" შემდგომ, სიღარიბის ზღვარი გაუუარესდა. ორმა ბანკმა გადაჭამა მთელი ქვეყანა, ირღვეოდა ბალანსი სახელმწიფოს ინტერესებსა და ბიზნესის ინტერესებს შორის და არღვევდა ამას კვირიკაშვილი თავისი ქმედებებით", – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

     კითხვაზე, რატომ წავიდა კვირიკაშვილი თანამდებობიდან, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ მას მართვა აღარ შეეძლო.

     „მას აღარ შეეძლო მართვა. ორ კაცთან, ალავიძესთან და ქუმსიშვილთან ახერხებდა გადაწყვეტილებების შეთანხმებას, მას არ დარჩა არჩევანი, ის უნდა წასულიყო და წავიდა კიდეც", – განაცხადა ივანიშვილმა.
 
     შეგახსენებთ, რომ დღეს ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის" გადაცემა ,,აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" 21:45 საათზე გავა ეთერში და მისი სტუმარი ბიძინა ივანიშვილი იქნება.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно