ენგურჰესი 7 მლნ ევროს ოდენობით გრანტს მიიღებს


     „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი-კლიმატური პირობებისადმი მდგრადობის გაუმჯობესება)" განიხილეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე.

     დოკუმენტი პარლამენტის წევრებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარუდგინა. მისი განმარტებით, შეთანხმებას ხელი 2018 წლის 5 იანვარს მოეწერა და იგი, ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის მიზნით, 28 მლნ. ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას ითვალისწინებს. 

     მისივე თქმით, ასევე, გათვალისწინებულია, რომ ამ სესხთან ერთად, ენგურჰესი 7 მლნ ევროს ოდენობით გრანტს მიიღებს.

     აღნიშნული ფინანსური რესურსი ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტს მოხმარდება.

     დოკუმენტის თანახმად, გათვალისწინებულია სესხის გამოყოფა 15 წლის ვადით, საიდანაც 3,5 წელი შეღავათიანი იქნება. საპროცენტო განაკვეთი კი ცვალებადი და EURIBOR-ზე დამოკიდებული.

     გიორგი კაკაურიძის განმარტებით, პროექტის განხორციელება დაგეგმილია 2018-2021 წლებში და მას შპს. „ენგურჰესი" განახორციელებს.

     კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა სასესხო შეთანხმების რატიფიცირებას მხარი დაუჭირეს.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно