მსოფლიო ბირჟებზე ნავთობის ფასი ეცემა


    აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ჩინეთისთვის ახალი სავაჭრო ტარიფების შემოღების ფონზე, მსოფლიო ბირჟებზე ნავთობზე ფასი ეცემა, - წერს Reuters-ი. 

     დღეს გამართულ ვაჭრობაზე Brent-ის ტიპის ნავთობზე ფასი ბარელზე 92 ცენტით (1,5%-ით) $60,97-მდე შემცირდა. Westcmediate-ს ტიპის ნავთობზე ფასი კი ბარელზე 73 ცენტით (1,3%) შემცირდა და $54,93 შეადგინა.

    ერთ კვირაში Brent-ის ტიპის ნედლ ნავთობზე ფასი 2,5%-ით, ხოლო ამერიკულზე 1%-ით შემცირდა. აზიის საფონდო ბაზრები ორშაბათს 6 თვის მინიმუმამდე დაეცა.  

    აშშ-მა ჩინეთის პროდუქციას გადასახადები 2018 წელს დაუწესა. გასული წლის ივნისში, 25%-იანი ტარიფები დაწესდა, რომელიც მთლიანობაში 50 მილიარდ დოლარს მოიცავდა. სექტემბერში ამოქმედდა 10%-იანი ტარიფი, რომლის საერთო ღირებულება 200 მილიარდი დოლარი იყო. 

    2019 წლის მაისში, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ჩინეთის სავაჭრო მოლაპარაკებები ნელა მიმდინარეობდა და გადასახადები მაინც აიწევდა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://imedinews.ge/ge/ekonomika/113325/msoplio-birjebze-navtobis-pasi-etsema