ამერიკის შეერთებული შტატების და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას, პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება:
,,გუშინ ვიხილეთ აშშ-ს პოლიტიკური ელიტის სიბრიყვის შედეგების კლასიკური ნიმუში. როდესაც მუდმივი თავის მართლების პოზიციაში გაყენებენ, ცდილობ თავი იმართლო. რაღაც მომენტში ხვდები, რომ თავდაცვას სისუსტედ აღიქვამენ და კონტრ-შეტევაზე გადადიხარ. ასე რომ, თუ გაინტერესებთ ვინ უბიძგა რუსეთისკენ ტრამპს, ეს ხალხი კონგრესში უნდა ეძებოთ"– აღნიშნავს ხუხაშვილი.