სახელმწიფომ ქართველი მევენახეებისთვის შექმნა გარანტიები, რათა მათი საქმიანობა დაფასდეს - ლევან დავითაშვილი


     მსხვილი კომპანიები, რომლებიც შეძლებენ 1 000 ტონაზე მეტი „რქაწითელის" ან „კახური მწვანის" გადამუშავებას, მიიღებენ 30 თეთრიან სუბსიდიას, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა რთველის სუბსიდირების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

     „ბევრი საკითხი, რომელიც ჩვენ წინა წლებში გვქონდა, წელსაც დარჩება რთველის ორგანიზებულად ჩატარების კუთხით. ჩვენს სამინისტროში იქნება სპეციალური ჯგუფი​, რომელიც კოორდინაციას გაუწევს მუშა პროცესს. ასევე ნაკადების მართვას, რათა მევენახეებმა და ფერმერებმა თავიანთი პროდუქტის დაბინავება რიგების და პრობლემების გარეშე შეძლონ. ჩვენ გვქონდა ბიუჯეტში გათვალისწინებული რესურსები პანდემიით გამოწვეული პრობლემების დასაძლევად და რთველის ორგანიზების კუთხით.
 
     ამიტომ ის მსხვილი კომპანიები, რომლებიც შეძლებენ 1 000 ტონაზე მეტი „რქაწითელის" ან „კახური მწვანის" გადამუშავებას, მიიღებენ 30-თეთრიან სუბსიდიას, იმ შემთხვევაში, თუ მათი ფასი იქნება მინიმუმ 80 თეთრი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გარკვეული გარანტია გავაჩინეთ მევენახეებისა და ფერმერებისთვის. რაც შეეხება დანარჩენი ყურძნის სახეობებს, ეს არის როგორც ინდუსტრიულად გავრცელებული „საფერავის" ჯიში ან სხვა იშვიათი სახეობები, აქ ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ მასტიმულირებელი ღონისძიებებით, რომელიც მთავრობამ წინა კვირას გაითვალისწინა, მოთხოვნა იქნება მდგრადი და მყარი, რათა ფასები იყოს მარალი და მევენახეების ინტერესები იყოს გათვალისწინებული. ის, რომ ჩვენ ასეთი გარანტიები შევქმენით ქართველი მევენახე-ფერმერებისთვის, ვფიქრობ, არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა და სოლიდარობა, რადგან ეს არის ქართველი გადასახადების გადამხდელების მეირ აკუმულირებული თანხები. ანუ ეს არის სოლიდარობა მევენახე-ფერმერებისთვის, რათა მათი საქმიანობა წელს დაფასდეს და 2020-ის სეზონი ნაკლებად მძიმედ გაიარონ", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

      საქართველოს მთავრობა რთველის სუბსიდირებას განახორციელებს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно