კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მცხეთაში საზეიმო ლიტურგია აღავლინა და შეკრებილ მრევლს სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა. როგორც ილია მეორემ აღნიშნა, სვეტიცხოვლობა უდიდესი დღესასწაულია.
"სვეტიცხოვლობა არის უდიდესი დღესასწაული. შემთხვევით არ არის, რომ სვეტიცხოვლობა და მცხეთობა ერთ დღესაა. მახსენდება წარსული წლები, როცა კომუნისტური რეჟიმი იყო და ბევრი გაჭირვება უნახავს საქართველოს ეკლესიასა და ქართველ ხალხს, მაგრამ საკვირველ არიან საქმენი შენი, უფალო. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ გამოვიარეთ ეს განსაცდელი და მრავალი მწუხარება გარდაიქცა სიხარულად," - განაცხადა უწმინდესმა