ვგეგმავთ ჩვენი წარმოება გადმოვიტანოთ საქართველოში, სადაც არაჩვეულებრივი საინვესტიციო პირობებია – ჯეიმს ჯონგმი


     ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია „HIP Holding” - ის თავმჯდომარე ჯეიმს ჰონგი, ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას შეხვდა. ჩინელი ინვესტორის თქმით, მათ აქვთ პლასტმასის გადამამუშავებელი ქარხანა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და წარმოების საქართველოში გადმოტანას გეგმავენ, რაც არაჩვეულებრივი საინვესტიციო პირობებითაა განპირობებული.

     როგორც მან აღნიშნა საქართველო გეოგრაფიული მდებარეობითა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებებით ევროკავშირსა და ჩინეთთან გამორჩეულია.

     "პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო მინისტრ თურნავასა და მთავრობის წარმომადგენლებს მოწვევისთვის. ჩვენ გვაქვს პლასტმასის გადამამუშავებელი ქარხანა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და ვგეგმავთ, რომ ჩვენი წარმოება გადმოვიტანოთ საქართველოში, სადაც არაჩვეულებრივი საინვესტიციო პირობებია, მათ შორისაა, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებები ევროკავშირსა და ჩინეთთან და, რა თქმა უნდა, უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა," - განაცხადა ჯეიმს ჯონგმა.

     „გლობალ რისაიქლინგმა" ხობის მუნიციპალიტეტში 30 ჰა მიწა „100 საინვესტიციო შეთავაზების" პროექტის ფარგლებში პირობებიან აუქციონზე შეიძინა და სამხრეთ - აღმოსავლეთ აზიიდან პლატმასის გადამამუშავებელი ქარხნის გადმოტანას და შემდგომ აღნიშნული მიწოდების ჯაჭვში ჩართული სხვა საწარმოების საქართველოში გახსნას გეგმავს. პირველ ეტაპზე, ინვესტორი 50 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს, ხოლო მომავალში ხობში გეგმავს დამატებითი ინვესტიციის განხორციელებას.

     „მთავრობის, კერძოდ კი ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით, ჩვენ შევიძინეთ 30 ჰექტარი მიწა, სადაც ვგეგმავთ არა მარტო გადავამუშაოთ პლასტმასის ნარჩენები, არამედ ვაწარმოოთ კიდეც გარკვეული პროდუქცია, რომელსაც არა მარტო საქართველოს ბაზარზე გავყიდით, არამედ ექსპორტზე გავიტანთ ევროპის ქვეყნებში, ჩინეთსა და ამერიკაში. რაც შეეხება სამუშაო ადგილებს, ჩვენ ვგეგმავთ დავასაქმოთ 18-იდან 65-წლამდე 400-ზე მეტი ადგილობრივი მოქალაქე. ჩვენ შევთავაზებთ მათ სპეციალურ მომზადებას, სათანადო ანაზღაურებასა და ღირსეულ სამუშაო გარემოს," - განაცხადა ჩინელმა ინვესტორმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно