საგამოძიებო სამსახურმა კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე 21 პირი პასუხისგებაში მისცა


     საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს ინტენსიურ ღონისძიებებს კრედიტის უკანონოდ აღების ფაქტების გამოვლენისა და დამნაშავე პირების მხილების მიზნით.

     2018 წლის აგვისტოსა და სექტემბრის განვლილ პერიოდში, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საგამოძიებო სამსახურმა, აღნიშნული სახის დანაშაულში მხილებული 21 პირი პასუხისგებაში მისცა.

     გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, კრედიტის უკანონოდ მიღების მიზნით, კომერციულ ბანკებში განაცხადის შევსებისას სამუშაო ადგილისა და ანაზღაურების შესახებ ყალბ მონაცემებს უთითებდნენ, ხოლო რიგ შემთხვევებში ყალბ სახელფასო ცნობებს წარადგენდნენ. 

    გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 5 წლამდე ვადით.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно