,,გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით, შესაბამისი ინიციატივის ფარგლებში კიდევ უფრო გამკაცრდება მოთხოვნები გამონაბოლქვის შემოწმების მიმართულებით,"– ამის შესახებ, პრემიერ–მინისტრმა კოჭორში, ახალი გარემოსდაცვითი კონცეფციის წარდგენისას განაცხადა.
„2018 წლის 1-ელი იანვრიდან დაიწყო ავტოტრანსპორტის პერიოდული ინსპექტირების, რეფორმა, რომელიც 2009 წლის ბოლომდე ყველა ტიპის ავტოტრანსპორტს მოიცავს. ეს გარემოზე ზემოქმედების, ასევე საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს. აღნიშნული რეფორმის ფარგლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ავტოპარკის ტექნიკური შემოწმება. გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით, შესაბამისი ინიციატივის ფარგლებში კიდევ უფრო გამკაცრდება მოთხოვნები გამონაბოლქვის შემოწმების მიმართულებით," - განაცხადა მან და დასძინა, რომ "ბენზინსა და დიზელში დამაბინძურებელი ნივთიერების ნორმა დაუახლოვდება ევროპულ სტანდარტს"– აღნიშნა, მამუკა ბახტაძემ.