,,ჩვენ ვნახეთ როგორც პოლიტიკური ისე ადმინისტრაციული ქმედებების სრული კრახი" - პრეზიდენტი


      ,,ჩვენ ვნახეთ როგორც პოლიტიკური ისე ადმინისტრაციული ქმედებების სრული კრახი"– ასე შეაფასა პრეზიდენტმა ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები.
 
       ,,ჩვენ ვნახეთ როგორც პოლიტიკური ისე ადმინისტრაციული ქმედებების სრული კრახი და შეცდომების მთელი წყება, რომელიც დაიწყო ამ რეიდით თუ სპეცოპერაციით და შემდეგაც გრძელდებოდა. რანაირად შეიძლება ჩვენ მოვახერხოთ, რომ რამდენიმე საათში ჩვენ მივიდეთ სამოქალაქო დაპირისპირების ასეთ ზენიტამდე, ეს დღემდე კითხვის ნიშნად რჩება და ამ კითხვის ნიშნებს სჭირდება პასუხები,"-განაცხადა პრეზიდენტმა. 

      პრეზიდენტმა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმას, რომ ნარკოპოლიტიკასთან ბრძლოლა უნდა წარმოებდეს შემომტანზე და ზევით.

     ,,მარტივად გეტყვით ორ მომენტს - პირველი, არაერთხელ ხაზი გამისვამს იმისთვის, რომ ნარკოპოლიტიკა ქვეყანაში უნდა იყოს ბევრად უფრო ლიბერალური. მეორე - ნარკოტიკთან ბრძოლა უნდა წარმოებდეს არა დილერიდან მომხმარებელზე, არამედ დილერიდან ორგანიზატორზე, შემომტანზე და ზევით,"-აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно