ორმა ქართველმა მესაზღვრემ დაღესტნის ტერიტორია დატოვა. მესაზღვრეები ქართულ მხარეს თბილისის დროით დაახლოებით 13:10 საათზე გადმოსცეს.
შსს-ს ინფორმაციით, „ქართული მხარე ინციდენტს დეტალურად გამოიკვლევს და ყველა შესაბამის პროცედურას განახორციელებს."
27 ივნისს, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის სამმართველოს ორი მესაზღვრე საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე დროებითი საზაფხულო საგუშაგოს გასახსნელად გავიდა, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ მათთან კომუნიკაცია შეწყდა.
ძებნის შედეგად გაირკვა, რომ ისინი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.
წყარო: https://imedinews.ge/ge/saqartvelo/68005/rusebis-mier-dakavebulma-qartvelma-mesazgvreebma-dagestnis-teritoria-datoves