გატაცებები, რომლებიც ჩვენს ინტელექტს გაზრდიან


     მეცნიერები ამ ფაქტს  იმით ხსნიან, რომ როდესაც ტვინი ახალ ინფორმაციას აცნობიერებს, მასში წარმოიქმნება ახალი ნეირონული შენაერთები, რომლებიც ეხმარებიან ტვინს უკეთ და სწრაფ მუშაობაში. მოგვყავს უამრავი საინტერესო გატაცებიდან ყველაზე სასარგებლო სახეობები.

     მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა. ამგვარი აქტივობა ავითარებს მოტორიკას, ანალიტიკურ აზროვნებას, ხელს უწყობს უცხო ენების და მათემატიკის შესწავლას და კრეატიულობის განვითარებას. მუსიკის დაკვრა ხელს უწყობს თვინში ნერვული ბოჭკოების გაძლიერებას, რის შედეგადაც უმჯობესდება მეხსიერება, რეაქცია და ლიდერული თვისებები. რაც მთავარია, ასაკის განურჩევლად!

      წიგნების კითხვა. რეიბრედბერი თავის ანტიუტოპიაში ,,451 გრადუსი ფარენგეიტით” ზუსტად აღწერს იმ ადამიანის პორტრეტს, რომელმაც უარი თქვა წიგნების კითხვაზე. კითხვა ხომ ხსნის სტრესს, ზრდის თვითშეფასებას და ლოგიკურად აზროვნების, ანალიზის და ამოცანების გადაწყვეტის უნარს. სამსახურში კი ეს თვისებები ხელს შეგიწყობენთ უკეთესად მოაგვაროდ საქმეები და ლიდერობა გაუწიოთ პერსონალს.

      დაკავდით სპორტით. საუბარი არაა ფიტნეს–კლუბში შაბათ–კვირას შევლაზე. რეგულარული დატვირთვა მეტად სასარგებლოა, ვიდრე ყველაზე ინტენსიური ვარჯიში კვირაში ერთხელ. რეგულარული სპორტული დატვირთვის დროს ტვინის უჯრედები BDNF ცილით ჯერდება, რაც აძლიერებს კონცენტრაციას, მეხსიერებას და აზროვნების სიმკვეთრეს.  პასიური ცხოვრების წესი გვასულელებს, ამტკიცებენ მეცნიერები, რომლებმაც კვლევის შედეგად დაამტკიცეს, რომ ნაკლებმოძრავი ცხოვრების მოყვარული ადამიანის ტვინი გაცილებით უარესად მუშაობს, ვიდრე მათი, ვინც დილაობით რბოლით არის დაკავებული.

      შეისწავლეთ ახალი ენა. მეხსიერების საუკეთესო სავარჯიშო ამოცანების ამოხსნა კი არა, უცხო ენის შესწავლაა. ეს საქმე ასევე ავარჯიშებს ტვინს, რისი წყალობითაც ის უფრო სწრაფად ნახულობს გამოსავალს რთული სიტუაციიდან და იოლად ხსნის რთულ ცხოვრებისეულ ამოცანებს. ამის გარდა ორი უცხო ენის ცოდნა დადებით ზეგავლენას ახდენს ჩვენს უნარზე –  დროულად მოვახერხოთ ორიენტაცია გარემოში და კონცენტრირება მოვახდინოთ დასმულ ამოცანაზე.

     ყოველთვის ეძებეთ სიახლეები. ცნობილია, რომ გამოცდის წინ სტუდენტები იმახსოვრებენ ინფორმაციის უზამაზარ მოცულობას, თუმცა მხოლოდ 1–2 დღით. თუ რეგულარულად არ განვაახლებთ ცოდნას, დროთა განმავლობაში მალე გადაგვავიწყდება. ზუსტად ამიტომ უცხო ენების შესწავლა აუმჯობესებს ჩვენს აზროვნებას – ჩვენ ინტენსიურად ვიმეორებთ და ვითვისებთ ინფორმაციას. გამოიყენეთ ეს მიდგომა ჩვეულებრივ ცხოვრებაში:  ამოიწერეთ  წიგნებიდან ციტატები, ამობეჭდეთ მოწონებული სტატიები, უბრალოდ ჩაიწერეთ ყველაფერი, რაც საინტერესოდ და მნიშვნელოვნად მოგეჩვენებათ. პერიოდულად გადახედეთ თქვენს ჩანაწერებს, ამრიგად ტვინი მეტ და მეტ ინფორმაციას დაიტევს და თქვენი მსოფლმხედველობაც გაფართოვდება.

       ითამაშეთ. სუდოკუ, პაზლები, რებუსები, სამაგიდო და ვიდეოთამაშებიც კი ავითარებენ ტვინის პლასტიურობას. თამაშები ჩვენს წინაშე ახალ ამოცანებს აყენებენ, რომლებიც ჩვენგან გადაწყვეტილების მიღებას მოითხოვენ – და ეს ავითარებს ტვინის უნარს ისწავლოს მეტი და არსებულ სიტუაციას სხვადასხვა მხრიდან შეხედოს. მეტიც, ადამიანები ნეიროპლასტიურობის მაღალი მაჩვენებლით ნაკლებად ხვდებიან დეპრესიისა და პანიკის ზგავლენის ქვეშ.


скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://premiumi.ge/?p=3293