19 სასარგებლო რჩევა, რომელიც უფრო თავდაჯერებულს და წარმატებულს გაგხდით


     ყველა ჩვენთაგანს გააჩნია საკუთარი პატარა ფსიქოლოგიური ხერხები, რომლებიც გვიმსუბუქებენ ცხოვრებას. ჩვენ გაგიზიარებთ რამოდენიმე ასეთ ცხოვრებისეულ წესს, რათა უფრო წარმატებულად გაატაროთ ყოველი დღე.

1. ადამიანები ძირითადად იმახსოვრებენ პირველ და საბოლოო მოვლენას, ხოლო შუალედს ძნელად იხსენებენ.  გახსოვდეთ, ამის შესახებ, როდესაც წერთ პრეზენტაციას, სცენარს ან გასაუბრებაზე მიბრძანდებით. 

2. თუ, თქვენ ბარში ან მაღაზიაში მუშაობთ, თქვენს უკან სარკე ისეთნაირად ჩამოკიდეთ, რომ კლიენტმა თავისი გამოსახულება დაინახოს. ამრიგად ეს მარტივი ხრიკი უბიძგებს მას მეტად თავშეკავებულად მოიქცეს.

3. თუ, ვინმეს კითხვა დაუსვით და სრული პასუხი არ მიგიღიათ, უბრალოდ დაელოდეთ. უხერხულობამდე მიყვანილი პაუზა, სავარაუდოდ აიძულებს მოსაუბრეს გაგცეთ პასუხი.

4. თუ, მნიშვნელოვანი გამოსვლის წინ ღელავთ, საღეჭი რეზინი დაღეჭეთ. როდესაც ვღეჭავთ, ტვინს ჰგონია, რომ ვჭამთ. საშიშროების წინაშე აბა ვინ დაიწყებს ჭამას?! ე.ი. საშიშროებაც არ არსებობს. ასე რომ, ასეთი მარტივი ფიზიოლოგიური რეფლექსი წარმატებულად მუშაობს.

5. ადამიანებს ყოველთვის დაამახსოვრდება, ის თუ როგორ გრძნობდნენ თავს თქვენთან საუბრის შემდეგ და არა ის, თუ რაზე ესაუბრეთ. ადამიანებს ასევე საკუთარ თავზე უყვართ საუბარი, ასე რომ მეტწილად უსმინეთ და ნაკლებად ისაუბრეთ. 

6. როდესაც, რაიმე ახალს სწავლობთ, სხვა ადამიანსაც გაუზიარეთ ეს ცოდნა. სხვა ადამიანისთვის ახსნა საუკეთესო მეთოდია ახალი მასალის ასათვისებლად.

7. თუ მართლა გიხარიათ ადამიანის ნახვა, მასაც გულწრფელად გაუხარდება თქვენი ნახვა. მაშინვე თუ არა, მეორე შეხვედრისას უთუოდ.

8. აჩქარებული სუნთქვა და გულისცემა, რაც ძლიერ სტრესს თან სდევს, ორგანიზმის ყველა ძალის აქტივაციას ნიშნავს, ამიტომ ეს დადებითად უნდა აღვიქვათ.

9. თავდაჯერებულობა – წარმატების ნახევარია. ზოგჯერ თავდაჯერებულობა მეტად ფასეულია, ვიდრე ცოდნა თუ ძალა. ამ ცხოვრებაში ყველას თავისი როლი გვაქვს, მაგრამ წარმატებას ის აღწევს, ვისაც მისი შესრულება უკეთესად გამოსდის.

10. თუ რაიმეს მიღწევას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ცდილობთ, სავარაუდოთ, ამას მიაღწევთ.

11. დააფასეთ კავშირები და ურთიერთობები. ზოგჯერ სამეგობრო სუფრა მეტი ინფორმაციის და სარგებლის მომცემია, ვიდრე მონიტორთან საათობით ჯდომა. კარგ ურთიერთობებს ოქროს ფასი აქვს, რადგან ბევრის მომტანია თქვენთვის. 

12.  თუ საჭესთან ჯდომის დროს წინ მიმავალი მანქანის მძღოლი გაღიზიანებთ, რადგან პენსიონერივით იქცევა, წარმოიდგინეთ, რომ ეს მამათქვენია და მაშინვე გაგივლით გაღიზიანება. 

13. გასწორდით წელში, ნუ იკუზებით, თავი აწიეთ!  დიახ!  წვრილმანია, მაგრამ თქვენდამი ადამიანთა დამოკიდებულობას ცვლის.

14. როდესაც შფოთვას ან თავდაუჯერებლობას განიცდით, სახლი ან სამუშაო ადგილი დაალაგეთ. მარტივი მექანიკური ქმედებები კარგად ალაგებს აზრებს და დამშვიდებაში გვეხმარება.

 15. ინტერვიუსა თუ გასაუბრებაზე წასვლისას იზრუნეთ არა მხოლოდ საუბრის შინაარსზე, არამედ გარეგნობაზე. ზოგჯერ  შეუფერებლად შერჩეულმა შარვალმა შეიძლება ყველაზე წარმატებული პასუხების ეფექტს ხაზი გადაუსვას. 

16. თქვენი საქციელი მოქმედებს განწყობაზე ისევე, როგორც განწყობა –საქციელზე. თქვენ შეგიძლიათ იცეკვოთ, ან იმღეროთ სიხარულისგან, მაგრამ ასევე შეგიძლიათ იცეკვოთ და იმღეროთ, რათა სიხარული შეიგრძნოთ.

17. თუ გსურთ ადამიანთა გარემოცვაში ურთიერთობების შეცნობა, მოყევით სასაცილო ანეკდოტი. როდესაც ადამიანები იცინიან, თითოეული ამ დროს ინსტიქტურად უყურებს იმას, ვისთანაც ყველაზე კარგი ურთიერთობა აქვს.

18. თუ მოსაუბრის გულის მოგება გსურთ, საუბრისას ეცადეთ მისი პოზა და მოძრაობები გაიმეოროთ. თუ ხელები გულზე დაიკრიფა, თქვენც ასევე მოიქეცით, თუ თქვენსკენ დაიხარა, სარკისებრად გაიმეორეთ მისი პოზა.

19. როდესაც შიშს, ღელვასა თუ მრისხანებას გრძნობთ, სათითაოდ დააჭირეთ ყველა თითის ბოლოს და გულში თქვენი აფორიაქების მიზეზი იმეორეთ. რამოდენიმე ასეთი მოძრაობა და აკუპუნქტურის წყალობით თავს დამშვიდებულად იგრძნობთ.

скачать dle 11.0фильмы бесплатно

წყარო: http://lifehacker.ru