"ნატოს ინფრასტრუქტურის მოახლოვებას ჩვენს საზღვრებამდე, ჩვენ რა თქმა უნდა უარყოფითად შევაფასებთ," - ამის შესახებ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ,,ფოქს ნიუსთან” ინტერვიუში განაცხადა.
ვლადიმერ პუტინმა საქართველოსა და უკრაინის ხარჯზე ნატოს შესაძლო გაფართოებასთან დაკავშირებით დააფიქსირა საკუთარი უარყოფითი პოზიცია.
„გადაწყვეტილებები ნატოში ახალი წევრების მიღებასთან დაკავშირებით კონსენსუსის შედეგად მიიღება, მაგრამ ჩრდილოატლანტიკური ალიანსში მიღებამდე წევრ ქვეყნებთან შესაძლებელია ორმხრივი თანამშრომლობაც, როგორც ეს პოლონეთთან და რუმინეთთან მოხდა და სადაც ახლაც შეერთებული შტატების ანტისარაკეტო თავდაცვის ელემენტებია განთავსებული. ჩვენი უსაფრთხოებისთვის ეს პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს, ამიტომ ნატოს ინფრასტრუქტურის მოახლოვებას ჩვენს საზღვრებამდე ჩვენ რა თქმა უნდა უარყოფითად შევაფასებთ,”- განაცხადა პუტინმა.