2018-2023 წლებში განათლების სფეროში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდება.
► განათლების რეფორმა განხორციელდება ხუთი მიმართულებით:
• სკოლამდელი განათლება;
• ზოგადი განათლება;
• პროფესიული განათლება;
• უმაღლესი განათლება;
• მეცნიერება.
► რეფორმირებული სკოლა ორიენტირებული იქნება მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე, ინოვაციურობაზე, ინკლუზიურობაზე, ეროვნულ და კულტურულ ფასეულობებზე.
► გადაიხედება მასწავლებლების სახელფასო პოლიტიკა, პირველ ეტაპზე, 2018-2019 სასწავლო წლის განმავლობაში გაზრდილ ხელფასს მიიღებს დაახლოებით 10 000-მდე მასწავლებელი, ხოლო ამოცანაა, 2022 წლისთვის, საჯარო სკოლაში დასაქმებული მასწავლებლის საშუალო ხელფასი გაიზარდოს სამჯერ.
► ძლიერ თანამედროვე სკოლაში აუცილებლად იქნება უსაფრთხო და ჯანსაღი გარემო.
► სკოლებში დაინერგება სწავლების ახალი მეთოდოლოგია, რომლის საფუძველზეც ასწავლიან გადამზადებული მასწავლებლები.
► სკოლებს მიეცემა თავისუფლება გარკვეული საგნების სწავლების მეთოდოლოგიის ნაწილში.
► განახლდება სკოლის ინფრასტრუქტურა, რომელიც უპასუხებს ახალ მიზნებს და ამოცანებს.
► 2019 წელს დაიწყება 50 სკოლით და ეტაპობრივად მოხდება სკოლებში სწავლის ახალი მოდელის დანერგვა, ხოლო 2023 წლისთვის 2000-ზე მეტ სკოლაში სრულად იქნება დანერგილი ეს მოდელი.