ჩათუშული პატისონი


საჭირო ინგრედიენტები:
პატისონი 1 კგ;
ხახვი 1 დიდი თავი;
პამიდორი 2–3 ცალი;
ზეთი 100 მლ;
რეჰანი და ოხრახუში გემოვნებით;
პილპილი;
მარილი.
 
     ზეთში მოვდაღოთ ნახევარრგოლებად დაჭრილი ხახვი, დავუმატოთ საშუალო ზომაზე დაჭრილილი პატისონი, მოვაყაროთ მარილი და პილპილი და ვთუშოთ დარბილებამდე. კანგაცლილი პამიდორო გავხეხოთ მსხვილ სახეხზე და დავამატოთ ტაფაში. ვთუშოთ კიდევ 10 წუთი, დავამატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და გამოვრთოთ. შეიძლება მივირთვათ როგორც გარნირის სახით, ასევე ცალკე კერძად.
გემრიელად მიირთვით!
ანა ბახტაძე
ultrapress.ge
 
 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно