„დაკომპლექტდეს სასამართლო უცხოელი მოსამართლეებით და უცხოელმა მოსამართლეებმა გამოიტანონ საბოლოო გადაწყვეტილება," - ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, არჩევანის ეთერში გააკეთა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ივანიშვილმა სასამართლოს წინაშე უნდა აგოს პასუხი. ენმ-ის ლიდერის თქმით, კარგი იქნება, თუ უზენაესი სასამართლო უცხოელი მოსამართლეებით დაკომპლექტდება.
„თუ ვთვლი, რომ ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა, მაგალითად, დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა, მე შევქმნი დამოუკიდებელ სასამართლოს, რომელშიც ვერც ჩვენი და ვერც შემდგომი ხელისუფლება ვეღარასდროს ვეღარ ჩაერევა. თუ ვიძახი, რომ გავყინავთ უსამართლო საბანკო ვალებს, ჩვენ გავყინავთ უსამართლო საბანკო ვალებს ორი წლით.
„მე ვარ მომხრე იმის, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო დაკომპლექტდეს ამერიკელი და ინგლისელი მოსამართლეებით, ეს ვითომ მოსამართლეები, გვენეტაძე და ვიღაცები, რომლებიც ჩვეულებრივად ჯიბეში უზის ივანიშვილს და მოშორდებიან მანამდე, ჩამოვიყვანოთ არა ვიღაც მორიგი ქართველები კი არა, რომ ამ შემთხვევაში შეასრულებენ ახალი ხელისუფლების დაკვეთას, ჩამოვიყვანოთ სერიოზული ავტორიტეტული ინგლისელი, ამერიკელები," - განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილის აზრით, მთავარი პროკურორის თანამდებობაზეც უცხოელი სპეციალისტი უნდა მუშაობდეს.