მარტვივად მოსამზადებელი ვაშლის ნამცხვარი, რომელიც ძალიან ფხვიერი გამოდის


საჭირო ინგრედიენტები:
1 კგ. წვნიანი ვაშლი;
1 ჭიქა მანანის ბურღული;
1 ჭიქა ფქვილი;
150 გრ კარაქი ან მარგარინი,
1 ჭიქა შაქარი;
2 ჩ/კ გამაფხვიერებელი ან 1 ჩ. კოვზი სოდა + მწიკვი ლიმონის მჟავა;
მწიკვი მარილი;
დარიჩინი, ვანილი;
ლიმონის წვენი გემოვნებით.
 
     თასში კარგად ავურიოთ მშრალი ინგრედიენტები: მანანის ბურღული, ფქვილი, შაქარი და კარაქი, (ან მარგარინი). ასევე დავამატოთ გამაფხვიერებელი, მწიკვი მარილი. 
 
    გათლილი ვაშლი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე, მოვასხათ ლიმონის წვენი და გემოვნების მიხედვით დავუმატოთ ვანილი ან დარიჩინი. გამოსაცხობ ფორმაში ჩავაფინოთ ცხიმწასმული პერგამენტის ქაღალდი. გავანაწილოთ მშრალი მასის მესამედი. გავასწოროთ კოვზით. ზემოდან მოვათავსოთ ვაშლის მასის ნახევარი. შემდეგი ფენა – მშრალი მასა, შემდეგ ისევ  ვაშლი და ბოლოს მშრალი მასა გადავანაწილოთ. კარამელიზაციისთვის შეგიძლიათ ზემოდან კიდევ ცოტა შაქარი მოაყაროთ.
 
    გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 40–45 წუთის განმავლობაში. ნამცხავრი გამოდის  ნაზი, ფხვიერი, ნოტიო შიგთავსით. ფორმას კარგად იჭერს, თუმცა უფრო მოსახერხებელია პერგამენტის ქაღალდზე გამოცხობა, ასე უფრო ადვილად ამოიღებთ ფორმიდან.
 
გემრიელად მიირთვით! 
 
ანა ბახტაძე
ultrapress.ge
 
 

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно