,,ეს მხოლოდ არის კონტრრეაქცია, რომელსაც იურიდიული ძალა არ აქვს"– ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი „ხიშბა–სიგუას სიას."
„ვიდრე აფხაზეთი იქნება ოკუპირებული, აფხაზი ხალხის პოზიციები სამწუხაროდ დაკარგულია და მას არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს. ამ სიის შინაარსი და მათი შემდგომი დამოკიდებულება, როგორ მოხდება სიის დამტკიცება, მეორეხარისხოვანია. ეს მხოლოდ არის კონტრრეაქცია, რომელსაც იურიდიული ძალა არ აქვს",–განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ვეტერანთა კავშირმა დე ფაქტო პარლამენტს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის საპასუხოდ, 26-კაციანი სია შესთავაზა, რომელსაც „ხიშბა-სიგუას სია" უწოდა. 26-კაციან სიაში შეყვანილი არიან: ბაჩო ახალაია, სოსო ახალაია, ირაკლი ბათიაშვილი, სლავა ბიგვავა, ავთანდილ ბულისკერია, რობერტ გამისონია, ზაზა გოგავა, ბეჟან გოლანძია, ირაკლი ოქრუაშვილი, ზაზა კაკულია, მეგის ქარდავა, გია ყარყარაშვილი, დავით კეზერაშვილი, თენგიზ კიტოვანი, მამუკა ყურაშვილი, იუსუპ ლაკაევი, ვანო მერაბიშვილი, დავიდ იორაშვილი, ემზარ ფონიავა, მიხეილ სააკაშვილი, ალიკა სამუშია, ბესიკ თოფურია, ომარ ხარჩილავა, მანუჩარ ჩანგელია, რომან შამათავა, დავით შენგელია.