გოგრა ბრინჯითა და რძით


     საჭირო ინგრედიენტები:
 
     გოგრა – 500 გრამი;
 
     ბრინჯი – 2 სუფრის კოვზი;
 
     რძე – 1 ჩაის ჭიქა;
 
     კარაქი – 2 სუფრის კოვზი;
 
     შაქარი – 2 ჩაის კოვზი;
   
     მარილი გემოვნებით.

    ბრინჯი ნახევრად მოხარშეთ და გადაიტანეთ თუშფალანგში. გოგრას ქერქი და თესლი მოაცილეთ, დაჭერით ნაჭრებად, მოათავსეთ ქვაბში, დაასხით ცხელი რძე, დაუმატეთ მარილი, შაქარი, ნახევრად მოხარშული ბრინჯი, ცხიმი და აურიეთ. ქვაბს დაახურეთ სახურავი და მოხარშეთ. სუფრაზე მიიტანეთ ცხელი ან ცივი სახით.
 
გემრიელად მიირთვით!
 
ანა ბახტაძე
Ultrapress.ge
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно