გულიაში


     საჭირო ინგრედიენტები:

    600 გრამი ხბოს ან ძროხის რბილი ხორცი;
    1 თავი ხახვი,
    1 ს/კ ფქვილი;
    50 გრ ცხიმი;
    100 გრ. ტომატი;
    მარილი გემოვნებით

    ცხიმში ჩავშუშოთ დაჭრილი ხახვი, დავამატოთ პატარა კუბებად დაჭრილი ხორცი, მოვურიოთ და ვთუშოთ. როდესაც სითხე ამოქრება, დავამატოთ ცოტაოდენი წყალი. ასე მოვიქცეთ, სანამ ხორცი მზად იქნება. როდესაც წყალი კვლავ ამოშრება და მხოლოდ ცხიმი დარჩება, ჩავაყაროთ ფქვილი და მოვურიოთ. დავამატოთ იმდენი წყალი, რომ სქელი კონსისტენციის სოუსი გამოვიდეს. დავამატოთ ტომატი და მარილი, კარგად ამოვურიოთ და ვთუშოთ კიდევ 5–10 წუთი.
 
     გემრიელად მიირთვით!

    ანა ბახტაძე
          ultrapress.ge
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно