რა უნდა ვიცოდეთ შაკიკის შესახებ?


     შაკიკი ხშირია ახალგაზრდა ქალებში. ხშირად ის ერთი ოჯახის რამდენიმე წევრს აღენიშნება. თავის ტკივილი შეტევითი ხასიათისაა. მის აღმოცენებას იწვევს ფიზიკური გადაღლა, ძილის რეჟიმის დარღვევა ( უძილობა ან გადაჭარბებული ძილი), ჩახუთულ შენობაში ხანგძლივად ყოფნა, კუჭ–ნაწლავის აშლილობა, ყაბზობა, ალკოჰოლის მიღება, თამბაქოს ჭარბი მოწევა, შიმშილი, ნერვული განცდები და სხვა. შეტევები გრძელდება საათობით, იშვიათად დღეების მანძილზე.

 

    ტკივილი უმთავრესად აღინიშნება საფეთქლისა და თვალბუდის არეში. ვრცელდება თავის თანამოსახელე ნახევარზე, ზოგჯერ კი მთლიანად თავზე. ტკივილის ინტენსიობა თანდათან მატულობს, სახის კანი წამოწითლდება ან პირიქით გაფერმკრთალდება, საფეთქლის არტერია ამ მხარეს დაჭიმული და შეხებისას მტკივნეულია. ზოგჯერ ავადმყოფი ირგვლივ მყოფ საგნებს მკაფიოდ ვერ ხედავს, მხედველობა ხდება ბინდისფერი, ან ვითარდება ციმციმის, კაშკაშა სინათლის შეგრძნება, მხედველობის ველის შეზღუდვა, მხედველობის დაქვეითება სრულ სიბრმავემდე შესაბამის თვალში. ყოველივე ეს გრძელდება რამდენიმე წუთს. შედარებით იშვიათად თავის ტკივილს თან ერთვის მხედველობის გაორება, თვალის კაკლების მოძრაობის შეზღუდვა, ზედა ქუთუთოს დაშვება, რომელიც რამდენიმე საათის შემდეგ ან უფრო მოგვიანებით აღდგება. შეტევის ჩათავების წინ ზოგჯერ ვითარდება გულის გულისრევა და ღებინება, რაც ამცირებს თავის ტკივილს. ავადმყოფს უჩნდება ჩაძინების სურვილი, რის შემდეგაც თავის ტკივილი მცირდება, ან სრულად ქრება, თუმცა თავის ტკივილის შეგრძნება სწრაფი მოძრაობების დროს შესაძლოა კვლავ აღინიშნებოდეს.


     დახმარების აღმოსაჩენად პაციენტი უნდა მოვათავსოთ ნახევრად ჩაბნელებულ, კარგათ განიავებულ ოთახში. შევქმნათ სიმშვიდის ატმოსფერ, თავზე დავადოთ ცივი საფენი. შედეგს იძლევა თავისა და კისრის მიდამოს მასაჟი. თავის დაბანა ცხელი წყლით, ფეხის ცხელი აბაზანა. უნდა მივცეთ ტკივილგამაყუჩებელი შეტევის დასაწყისშივე. ასევე სასარგებლოა დამამშვიდებელი პრეპარატები. მკურნალობისთვის აუცილებელია მიმართოთ ექიმს.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно