საკვები, რომელიც ცივ დღეებში ენერგიას მოგმატებთ


    ცივი დღების დადგომასთან ერთად ორგანიზმი მეტ ენერგიას ხარჯავს და შესაბამისად  მადაც მატულობს. როგორ გვინდა გემოზე ვეახლოთ  ყველიან მაკარონს ან ცხელ–ცხელ კრემ–სუპს!  
 
     თუმცა მსგავსი "დიეტა” სასარგებლო არ არის და გაზაფხულისთვის წონის მომატებით დაგვირგვინდება. ჯობს მივირთვათ ისეთი საკვები, რომელიც გაგვათბობს, ენერგიას მოგვმატებს და ჯანმრთელობასაც ზიანს არ მიაყენებს. ასეთ პროდუქტებში ასევე მრავალი ანტიოქსიდანტი, ვიტამინი და იმუნიტეტის ასამაღლებელი ნივთირებაა. 
 

შვრია


შვრია ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებისთვის ტრადიციული საჭმელია. ის ორგანიზმს ბოჭკოვანითა და მცენარეული ცილით მოამარაგებს, შიმშილის გრძნობას კი დიდი ხნით დაამარცხებს. ამის გარდა, შვრია განსაკუთრებულ სახამებელს  ბეტა–გლუკანს შეიცავს. ამ ნივთირების 3 გრ  საკმარისია, რომ  სისხლში ქოლესტერინი 5–10% შემცირდეს.

 

 


ლობიოს წვნიანი

           ცხელ, ცხარე წვნიანს არაფერი სჯობს, ხოლო საუკეთესო ვარიანტს ლობიოს წვნიანი წარმოადგნეს. ლობიო (განსაკუთრებით  შავი ფერის ჯიშები) რკინას და სპილენძს შეიცავს, რომლებიც იმუნური სისტემის აქტივობას  აამაღლებენ. ლობიო ორგანიზმს ასევე ცილით მოამარაგებს. ცხოველური ცილის შემცევლი პროდუქტებისგან განსხვავებით ლობიო თითქმის არ შეიცავს გაჯერებულ ცხიმებს. ამის გარდა,  ლობიოს გარსი დიდი რაოდენობით შეიცავს ანტიოქსიდანტ  ფლავონიდს.


 გოგრა

              ზამთრის პერიოდში ჩვენ რაციონში კლებულობს ვიტამინების რაოდენობა. განსაკუთრებით გვაკლდება A ვიტამინი, რომლის ნაკლებობა მხედველობასა და კანის მდგომარეობაზე აისახება. ამის გამოსასწორებლად გოგრისგან მომზადებული კერძები უნდა მივირთვათ. გოგრის ცხელი წვნიანი არაჩვეულებრივი საშუალებაა იმისთვის, რომ ცივ დღეებში განწყობა აიმაღოთ და ორგანიზმი ვიტამინებით მოამარაგოთ. თანაც გოგრა შეიცავს ძალიან მნიშვნელოვან ანტიოქსიდანტ ბეტა–კაროტინს.

ცხელი შოკოლადი

              ცხელი კაკაოს ფინჯანი არა მხოლოდ გვათბობს, არამედ  საზეიომო განწყობაზეც გვაყენებს ხოლმე. რაოდენ სასიამოვნოა სუსხიან, თოვლიან დღეში ცხელი შოკოლადის  მირთმევა. ეს არა მხოლოდ კეთილი ტრადიციაა, არამედ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ქმედება: შოკოლადი ფლავონიდებს შეიცვას. ეს ანტიოქსიდანტი ორგანიზმისთვის თავისუფალი რადიკალებისგან მიყენებულ ზიანს ამცირებს. ამას "იმუნოლოგიური კველვების ჟურნალის”  ცდამაც დაადასტურა –  მას შემდეგ რაც ადამიანები ცხელ კაკაოს  მიირთმევდნენ, სიმსივნეს გამომწვევი თავისუფალი რადიკალების ზეგავლენა მათ ორგანიზმში მნიშვნელოვნად მცირდებოდა.

ვაშლი

             მრავალ ქვეყანაში ღუმელში გამომცხვარ ვაშლს ტარიდიცულად ზამთრის დღესასწაულებზე მიირთმევენ. ეს ნუგბარი არა მხოლოდ უგემრიელესია, არამედ სასარგებლო. ვაშლი შეიცავს ხსნად და არახსნად ბოჭკოვანას. ერთი საჭმლის ნელ   მონელებას უწყობს ხელს, მეორე კი მის თანაბარ გავლას კუჭ–ნაწლავის ტრაქტში. ეს კი შიმშილის გრძნობის დამარცხებასა და მონელების პრობლემების მოგვარებას ნიშნავს. სპეციალისტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ უმჯობესია ვაშლი კანიანად მივირთვათ, რადგან ის გაცილებით მეტ უჯრდეოვანას შეიცავს. ხლო თუ  ღუმელში შედგმამდე ვაშლს   ზემოდან დარიჩინს მოვაყრით, ანტიოქსიდანტების დამატებით ულუფას მივიღებთ. ვაშლებს კიდივე ერთი დადებითი თვისება ახასიათებს – ისინი 86% წყალს შეიცავენ, ამიტომ მათი მიღება  ორგანიზმს გაუწყლობისგან იცვას, რაც  ზამთრის გათბობისა და თბილი სამოსის ტარების პერიოდში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

კოჭას ჩაი

              ჩვეულებრივი ჩაის მაგივრად სცადეთ კოჭას ჩაით აღიდგინოთ თერმობალანსი. კოჭას უნიკალური თერმოგენული თვისებები ახასიათებს, რომელთა წყალობით შეძლებთ შინაგანი სითბოს შენარჩუნებას. ამგვარი გამათბობელი ეფექტის წყალობით კოჭა აჩქარებს მეტაბოლიზმსა და სისიხლის მიმოქცევას. ცდებმა დაადასტურა, რომ დილით ერთი ფინჯანი კოჭას ჩაის მირთმევა შიმშილის გრძნობასაც უფრო ხანგრძლივად აქრობს, ვიდრე ჩვეულებრივი ჩაი. ხოლო სპორტსმენები აღნიშნავენ, რომ კოჭას ჩაის  მირთმევის შემდეგ ვარჯიშის შემდგომი კუნთის ტკივილები  ისე ძლიერ აღარ აწუხებთ ხოლმე.


скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://premiumi.ge/?p=9831