გამოდით გარეთ, გამოდით რუსთაველზე, საქართველოს სჭირდება თქვენი მხარდაჭერა, – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც ბერი იქნებიან, არაფერი არ მოხდება.
„პირველი, რაც უნდა ვთქვა და ძალიან საჩქაროა ეს, ბატონებო, გამოდით გარეთ, გამოდით რუსთაველზე. საქართველოს სჭირდება თქვენი მხარდაჭერა. აქ ხალხი ღამე ნათევია, ბევრი შემოგვიერთდა დილიდანაც, მაგრამ ჩვენ გვჭირდება თქვენი თანადგომა. როცა ბევრნი ვიქნებით, არაფერი მოხდება. ჯერჯერობით იყო მცდელობა, მომხდარიყო ინციდენტები, მაგრამ როგორღაც თავი ავარიდეთ. გამოდით გარეთ, ემსახურეთ თქვენს ქვეყანას. ხალხი გაიმარჯვებს, ქართველები ვართ ძალიან მაგარი ერი“, – აცხადებს პაატა ბურჭულაძე.
