მამუკა ბახტაძემ 7 ახალი გუბერნატორი წარადგინა


      საქართველოს პრემიერმა 6 რეგიონის ახალი გუბერნატორები წარადგინა.
 
     "ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი გახლავთ რეგიონების თანაბარი და ინკლუზიური განვითარება. სოფლად მცხოვრებ ჩვენს მოსახლეობას აქვს უამრავი პრობლემა და მათ გადასაჭრელად ცალკეული პროექტების განხორციელება არ არის საკმარისი,"-განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 
 
      პრემიერის განცხადებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია იქნება.  მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორად კი შალვა კერესელიძე ინიშნება.

     ქვემო ქართლის რწუმნებულის თანამდებობაზე პრემიერმა შოთა რეხვიაშვილი დაასახელა. ის ოკუპრიებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთან მინისტრის მოადგილის თანამდებობას. 

     სამცხე ჯავახეთის რეგიონის რწმუნებულის თანამდებობაზე ბესიკ ამირანაშვილი დასახელდა. შიდა ქართლის კი გიორგი ხოჯევანიშვილი იქნება.

     იმერეთს შავლეგო ტაბატაძე უხელმძღვანელებს, სამცხე- ჯავახეთს ბესიკ ამირხანაშვილი.
 
     რაც შეეხება სხვა რეგიონებს, თანამდებობებს ინარჩუნებენ – კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე.



 

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно