,,ეს ადამიანები აპროტესტებენ უსამართლობას და ძალმომრეობას"-სააკაშვილი


      საქართველოს ექსპრეზიდენტი საკუთარ მომხრეებს მოუწოდებს ახალგაზრდები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე ხელისუფლების შეცვლას ითხოვენ არ გააკრიტიკონ.

     სააკაშვილის მოსაზრებით, ეს ადამიანები აპროტესტებენ უსამართლობას და ძალმომრეობას, რომელთა საქციელითაც იგი ამაყობს.
 
        ,,მინდა მოვუწოდო ჩვენს ყველა მომხრეს, შეიკავონ თავი ქუჩაში შეკრებილი ახალგაზრდების ნებისმიერი კრიტიკისგან. შეიძლება თქვენი მოსაზრებები ყველაფერში არ ემთხვეოდეს შეკრებილთა ნაწილის აზრებს, შეიძლება რაღაც გაღიზიანებთ კიდეც, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ისინი, ვინც აქციაზე გამოვიდნენ, არც ნარკობარიგები არიან, არც ანტი საზოგადოებრივი ელემენტები, როგორც ამას ივანიშვილის პროპაგანდა ავრცელებს, ისინი არიან თავისუფლებისა და ღირსების მატარებელი, ჩვენი თანამემამულეები, თავაწეულები და ლაღები. ეს ადამიანები აპროტესტებენ უსამართლობას და ძალმომრეობას და ამიტომ სწორი აქცენტები აქვთ. მე, პირადად, მომწონს და ვამაყობ ქართველი ახალგაზრდებით,"– აღნიშნავს სააკაშვილი.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно