ვლადიმერ ალექსანდროვს მსახურებასთან ერთად რუსეთის საპატრიარქოს პოზიციის დაცვაც დაევალება


     რუსეთის საპატრიარქოს მიერ საქართველოში წარმომადგენლის გამოგზავნას საქართველოს საპატრიარქოში ეხმაურებიან. მათი თქმით, ვლადიმერ ალექსანდროვი საქართველოში რუსულენოვანი მრევლისთვის საეკლესიო მსახურებას ჩაატარებს, თუმცა, მას რუსეთის საპატრიარქოს პოზიციების დაცვაც დაევალება.

     დეკანოზი და მოსკოვის ქართული ეკლესიის წინამძღვარი, მამა კახაბერი გოგოტიშვილი პოლიტიკური ნიშნით გამოგზავნას გამორიცხავს.

      „ეს პირველი შემთხვევა კი არ არის, რაც მე ეკლესიაში ვარ, მახსოვს, რომ საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელი ქართველი მრევლისთვის მოემგზავრება და აქედან სამაგიეროდ, ასევე რუსეთის წარმომადგენელი თბილისში მიემგზავრება რუსი მრევლისთვის. ხომ უყვართ გართულება და სიტუაციის დამძიმება, რომ კუდები უნდა მიაკერონ, რამდენი წელია, 90-იანი წლების დასაწყისიდან ასეა, საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელი მოღვაწეობს მოსკოვში, ემსახურება ქართველ მრევლს, რუსეთის ეკლესის წარმომადგენელი თბილისში რუს მრევლს ემსახურება,"- განაცხადა მამა კახაბერმა.

      სასულიერო პირების შეფასებით, თბილისში მოსკოვიდან და რუსეთში საქართველოდან სასულიერო პირის გაგზავნა ერთგვარი ტრადიციაა.

      „ნუ მოახდენთ ასეთი საკითხების დრამატიზირებას. ეს ტრადიცია იყო წლების განმავლობაში, ჩვენ გაგზავნით, მათაც აქვთ ლეგიტიმური უფლება, რომ თავიანთი წარმომადგენელი გამოაგზავნონ. ეს არ არის ან რუსეთის ან საქართველოს დაქვემდებარებაში ტაძრების გადაცემა. ეს არის მრევლის დაკმაყოფილებისთვის გაწეული სამსახური,"- განაცხადა დეკანოზმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა.
скачать dle 11.0фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/104146