ამერიკელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო დადებითი შეფასება- თალაკვაძე აქციებზე


      ,,ამერიკელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო დადებითი შეფასება,"– ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს ბოლო დროს თბილისის ქუჩებში გამართული აქციების შესახებ განუცხადა. 
 
      „ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო დადებითი შეფასებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მართავდა ხელისუფლება და შსს ბოლო დღეებში მიმდინარე აქციას, თუ როგორ იყო უფლებების დაცვის სტანდარტი სასამართლო სისტემაში, შეფასებული იქნა რეფორმების სამი ტალღა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოში მედიასაშუალებების რაოდენობაზე, რომელიც არის გაზრდილი, ვისაუბრეთ რეგულაციებზე მედიისთვის, რომელიც არის გამარტივებული," - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно